აუქციონი

ნიუ იორკის აუქციონზე მუჰამედ ალისა და პელეს პირადი ნივთები გაიყიდება

Reuters

ნიუ იორკის აუქციონზე, ლეგენდარული სპორტსმენების მუჰამედ ალისა და პელეს პირადი ნივთები გაიყიდება.

კრივის ხელთათმანის ფასი, რომელიც მუჰამედ ალის 1970 წელს, Madison Square Garden-ში ოსკარ ბონავენას წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას ეკეთა, სავარაუდოდ, 60 000 დოლარს ასცდება.

ასევე, აუქციონზე გამოიტანენ მუჰამედ ალის კუბური სიგარების კოლოფს, რომელზეც ფიდელ კასტროს ხელმოწერაც გვხვდება.

გარდა ამისა, აუქციონზე გაიყიდება პელეს ხელმოწერილი მაისურიც, რომელიც მას 1971 წელს სანტოსისა და ჩელსის შორის გამართული მატჩის დროს ეცვა. ასევე გაიყიდება პელეს პასპორტიც.

აუქციონი 3 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები