აუქციონი

125 წლის წინ გამოშვებული დაიმი 1.32 მილიონ დოლარად გაიყიდა

CNN

იუტელმა ბიზნესმენმა 125 წლის წინანდელი 10-ცენტიანი ჩიკაგოს მონეტების აუქციონზე 1.32 მილიონ დოლარად იყიდა.

Stack's Bowers Galleries-ს ცნობით, 1894 წლის დაიმის მსგავსი მხოლოდ 24 მონეტა იყო დამზადებული და დღემდე მხოლოდ 9 მათგანია შემონახული.

მონეტა აუქციონზე დელ ლოი ჰანსენმა შეიძინა. ის ნუმიზმატია და აშშ-ის 1792 წლიდან დამზადებულ იშვიათ მონეტებს აგროვებს.

1894 წლის დაიმის ავტორი გრავიორი ჩარლზ ბარბერია, რომელსაც გარდა ამ მონეტისა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სხვა მონეტებიც ჰქონდა შექმნილი.

10-ცენტიანი ადრე ეკუთვნოდა ჯერი ბუსს, რომელიც NBA ლოს ანჯელეს ლეიკერსის მფლობელი იყო. დაიმი აუქციონზე ბოლოს 1988 წელს გაიტანეს.

კიდევ ერთი 1894 წლის მონეტა 2016 წელს ანონიმურმა მყიდველმა იყიდა, თითქმის, 2 მილიონ დოლარად.

კომენტარები