საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენმა ვაკის საცურაო აუზს სექსისტურ განცხადებასთან დაკავშირებით მიმართა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა ვაკის საცურაო აუზს სექსისტურ განცხადებასთან დაკავშირებით მიმართა. ომბუდსმენმა შეისწავლა აუზის ტერიტორიაზე გამოკრული წარწერა -„ძვირფასო ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია".

"სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოკრული წარწერა გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს, ვინაიდან მენსტრუაციული ციკლი არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის არის დამახასიათებელი. ომბუდსმენმა ვაკის საცურაო აუზს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვის საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ამკრძალავი წარწერა გენდერულად ნეიტრალური ფორმით ჩამოყალიბდეს", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მოპასუხის განმარტებით, "აკრძალვა აუზის მოხმარებისას ჰიგიენური ნორმების დაცვის საჭიროებით იყო განპირობებული". ვაკის საცურაო აუზი მიიჩნევს, რომ არსებული წესები არის ობიექტურად გამართლებული. 

"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ვაკის საცურაო აუზზე და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარწერის ფორმულირების შეცვლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ, თუმცა, თანამშრომლობაზე მოპასუხემ უარი განაცხადა", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

კომენტარები