საქართველოს სახალხო დამცველი

შენობის მდგომარეობა კრიტიკულია – ომბუდსმენი ბოლნისის სოციალურ საცხოვრისზე

ბოლნისის სოციალური საცხოვრისი
საქართველოს სახალხო დამცველი/FB

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 29 ივლისს ბოლნისში, სიონის ჩიხის N1 ში მდებარე სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც ამჟამად ექვსი ოჯახი ცხოვრობს.

ომბუდსმენის აპარატის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის საერთო მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულია, შენობას აქვს ბზარები, ჩამოშლილია ფასადი, ბენეფიციარებისთვის გამოყოფილ ოთახებში კედლები, იატაკი და ჭერი დაზიანებულია.

"შენობის საერთო მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულია. შენობას აღენიშნება ბზარები, ჩამოშლილი ფასადი, კედლები ხშირად სველდება, შეინიშნება ჭერიდან წყლის ჩამოსვლის ნიშნებიც, კანალიზაციის სისტემა გაუმართავია და სარდაფი ხშირად იტბორება.

როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ და ვიზუალურადაც შესამჩნევია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას შენობაში ნესტი წარმოადგენს. სინესტის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლის გამო, საცხოვრებელ ოთახებში გაუსაძლისი სუნია და კედლები გაშავებულია. ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი ოთახების საერთო მდგომარეობა არასათანადოა, კედლები, იატაკი და ჭერი დაზიანებულია" - ნაქვამია ინფორმაციაში.

სოციალური საცხოვრისი მდებარეობს ე.წ. სამთო ქიმიის ყოფილ შენობაში, რომელიც  ქიმიური პროცესების წარმართვისთვის გამოიყენებოდა.

ომბდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სხვა სოციალური საცხოვრისების უმრავლესობის მსგავსად, ბოლნისში, სიონის ჩიხის N1-ში მდებარე საცხოვრისსაც არ ჰყავს ადმინისტრაცია.

"ამდენად, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ხდება დაწესებულებაში არსებული პირობების სისტემური მონიტორინგი და ამ თავლსაზრისით, არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ქმედითი, დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა" - წერს უწყება.

კომენტარები