არჩევნები 2016

პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე აირჩია, ყველა კომიტეტის თავმჯდომარე პარტია ქართული ოცნების წევრი იქნება. მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უკვე დასრულდა. დღესვე პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს სავარაუდოდ ორშაბათს წარადგენს. 

მეცხრე მოწვევის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები:

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია; 
  • განათლების კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში; 
  • გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა; 
  • დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია; 
  • დიასპორისა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე; 
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა; 
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი; 
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია; 
  • რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი; 
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა; 
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი; 
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე; 
  • ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე; 
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე; 
  • სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარები