არჩევნები 2016

გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს

მე ვარ მე-6 ოლქის (საბურთალო) მაჟორიტარი დეპუტატი, მე ამირჩიეს როგორც ოცნების წარმომადგენელი. როცა მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობდი, ჩემს წარმომადგენლობით მანდატზე. ეს იყო ერთერთი ურთულესი ოლქი, ძალიან სერიოზული ადამიანები იყრიდნენ ამ ოლქში კენჭს და სხვათაშორის, სანაძლეოც იყო, მე მოვიგებდი თუ ვერ მოვიგებდი, პრემიერმა და ზვიად ძიძიგურმა რაღაცა დადეს. ზვიადი ამბობდა, მოიგებსო, კვირიკაშვილი - აი, ვნახოთ... ბოლომდე არ სჯეროდა ჩემი გამარჯვების. ეს შედეგი დადგა, ბუნებრივია, ძალიან დიდი როლი ჰქონდა ოცნებას, ამას ვერ უარვყოფთ, ვერ გავექცევით, მაგრამ ადამიანებმაც მომცეს ხმა რაღაცის გამო და მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, მაშინ მე არ ვიქნებოდი. მე ვაგრძელებ მაჟორიტარობას, ყველაფერს გავაკეთებ, დიდი იმედი მაქვს, ის პროექტები, რაც დაწყებული გვაქვს, ჩემ გამო უარს არ იტყვიან, დოლიძის რეაბილიტაცია და ა.შ

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები