არჩევნები 2016

რუსი დეპუტატი: საქართველომ ამ არჩევნებით პროდასავლურ კურსზე უარი თქვა

ntv.ru

რუსი დეპუტატი და დუმის საერთაშორისო და ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსულ გამოცემა АиФ.ru-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "8 ოქტომბრის არჩევნებით საქართველომ უარი თქვა დასავლურ კურსზე".

კალაშნიკოვის თქმით, ასე ფიქრობს რუსი პარლამენტარების დიდი ნაწილი. მისივე თქმით, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რუსი დეპუტატები შეეცდებიან, ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა აღადგინონ და ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"სააკაშვილის მომხრეები ცდილობდნენ საპირისპიროს დამტკიცებას, მათ ხალხიც კი გამოიყვანეს ერთ-ერთ მოედანზე, საუბარი იყო მაიდნის მსგავს სცენარზეც, თუმცა ხმათა გადანაწილებამ ყველაფერი უარყო. არჩევნების ეს შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა ეს არის ნათელი მინიშნება იმისკენ, რომ საჭიროა კომპრომისების მოძებნა. კომიტეტში 1 კვირაში განვიხილავთ საქართველოს საკითხს და, სავარაუდოდ, მომავალში ქართველ პარლამენტარებთან ურთიერთობის დამყარებასაც შევეცდებით", - განაცხადა კალაშნიკოვმა.

კომენტარები