არჩევნები 2016

ალასანია: ივანიშვილის მხრიდან რესპუბლიკელებზე ასეთი იერიში არასწორია

მიუღებელია ჩემთვის ის თავდასხმები - საფუძვლიანი, უსაფუძვლო - ეს ცალკე თემაა, მე არაერთხელ მითქვამს, იმავე დავით უსუფაშვილის მიმართ ის ბრალდებები და პრეტენზიები, რაც გვესმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ის იყო და არის ერთ-ერთი საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა პარლამენტარიზმის კულტურის დამკვიდრებაში. ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ ერთად შევძელით, როდესაც ვიყავით კოალიციაში. როდესაც ასე მშვიდობიანად დაიშალა კოალიცია, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩემი აზრით, იგივე ივანიშვილის მხრიდან, ქართული ოცნების წევრების მხრიდან ასეთი იერიში რესპუბლიკურ პარტიაზე თუ სხვა პარტიებზე, არასწორია და ცდება იმ ზღვარს, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია

კომენტარები