არჩევნები 2016

კილაძე: მოროშკინა ცდილობს დაბალი რეიტინგი ცილისწამებით აიმაღლოს

 ბოლო პერიოდში ხშირად მესმოდა ოპონენტის მიერ, ჩემი მისამართით გავრცელებული არაერთი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ არასდროს ჩამითვლია საჭიროდ მეპასუხა იმ უსაფუძვლო და პროვოკაციულ განცხადებებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ იაფფასიან პიარ კამპანიას ემსახურებოდა. ლალი მოროშკინა ამ გზებით ცდილობს საკუთარი კანდიდატურის დაბალი რეიტინგი და დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მსგავსი მეთოდებით აიმაღლოს. 

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო კილაძე ლალი მოროშკინას ბრალდებებს პასუხობს, თავისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

კომენტარები