არჩევნები

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები: პუტინის "Единая Россия" ხმათა 54.28 %-ით ლიდერობს

Reuters

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის პარტია "Единая Россия" იმარჯვებს. ამ დროისათვის, მმართველ პარტიას ხმების 54.28 % აქვს, მეორე ადგილზეა პარტია "КПРФ" ხმების 13.61 %-ით, მესამეზე კი, ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტია "ЛДПР" ხმების 13.37 %-ით. 

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ დაბალი, 48.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, მისმა პარტიამ "საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა". ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევებში, არჩევნები არც ამჯერად იყო სამართლიანი.

კომენტარები