არჩევნები 2016

სესიაშვილი: დესტაბილიზაცია სურთ, ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი

თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში, ხელისუფლებაა. ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და ასე იქცეოდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ბოროტი ზრახვები აქვს, ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ, რომ არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია. რა თქმა უნდა, ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ

ქართული ოცნების წევრი ირაკლი სესიაშვილი საარჩევნოდ შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. პრემიერმინისტრმა დესტაბილიზაციის სურვილის მქონე პოლიტიკურ ძალად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა.

კომენტარები