დემურ სტურუას საქმე

თავდემები სტურუაზე: გამომზეურდა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე

პარტია თავისუფალი დემოკრატები დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტს ეხმაურებიან. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტურუას თვითმკვლელობამ კიდევ ერთხელ გამოამზეურა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე, კანონის აბუჩად აგდება და ადამიანის უფლებების ცინიკური ხელყოფა. თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ პრემიერმინისტრს და შს მინისტრს ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები.

„პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, მოქმედებდა თავისი კოლეგების მხარდაჭერისა და მფარველობის იმედით. იგი დღემდე წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას. სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ამ პოლიციელსა და მის მფარველებს ეგონათ, რომ მათი უკანონო ქმედება საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამ მთელი ჩვენი საზოგადოება შეძრა.  როგორც ვხედავთ დანაშაულის ჩადენა უკვე საზოგადოების თვალწინ გრძელდება უტიფრად. საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად დამნაშავე დაუსჯელი რჩება, ხოლო უმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან.თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები,დაიცვან სტურუების ოჯახი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუასა და მის შვილს მამაკაცმა სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან მუქარის გამო სცემა. ამის შესახებ ინფრომაცია „ლიბერალმა“, სტურუას მეგობრის, ოლეგ თავაძის მონაყოლზე დაყრნობით გაავრცელა. პროკურატუამ ჯოჯუას ცემის ფაქტზე მოქალაქე დავით ნაცვლიშვილი დააკავაროგორც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, საქმეში პოლიციელის შესაძლო ფიგურირებას არ ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ნონა ჯოჯუასა და ბრალდებულს შელაპარაკება პირად საკითხზე მოუვიდათ.

კომენტარები