ვანო მერაბიშვილის საქმე

მთავარ პროკურატურაში მერაბიშვილის საქმეზე მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატუში ლალი მოროშკინას კითხავენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი უწყებაში ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.

„არავის არ სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება და მგონია, რომ ეს უფრო ფანტაზიის უნარია ნაციონალური მოძრაობის. შესაბამისად, ჩემთან კითხვები ამასთან დაკაშირებით ვერ იქნება. მე მაშინვე ვთქვი, რომ თუ ვარაუდი არსებობს, უნდა გადაწყდეს საქმე. მაგრამ მე მივმართავ ძალიან დიდი პრეტენზიით პროკურატურას, რომელიც მე ამ საქმესთან დაკავშირებით მიბარებს და სულხან მოლაშვილის დამტკიცებულ საქმეზე არავინ არ დაუბარებიათ, 2004 წლის გაყვანას ვგულისხმობ“, - განაცხადა მოროშკინამ დაკითხვაზე შესვლამდე.

ლალი მოროშკინას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან პრეტენზიები სხვა საკითხებთან დაკავშირებით აქვს.

„2014 წელს მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, იმიტომ რომ ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე ალაგმვა იმ უკანონობის, რაც სცდებოდა იმ პერიოდში დეპარტამენტში. მაშინ პირველი, რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე. ეს იყო იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში“, - აცხადებს მოროშკინა.

გადაწყვეტილება საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის უფლებების დარღვევა და მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.
ამასთან, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. ევროსასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია.

გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, 21 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. უწყება გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აწარმოებს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ

კომენტარები