თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ პაპუაშვილის სახლთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარფის საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის როლანდ ბლადაძის სარჩელი. ბლადაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ბათუმში საცხოვრებელ სახლს ედავებოდა. 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტრომ ბლადაძეს ქონება კანონდარღვევით ჩამოართვა და გიორგი პაპუაშვილს მიზერულ თანხად - 1000 ლარად - მიჰყიდა. როლანდ ბლადაძე ბინის დაბრუნებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ გიორგი პაპუაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი.

კომენტარები