რიოს ოლიმპიადა 2016

პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, რიოში არაერთხელ აიწევა საქართველოს დროშა

გიორგი მარგველაშვილი რიოში
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ რიოს ოლიმპიადაზე არაერთხელ აიწევა საქართველოს დროშა.

"თქვენ ხედავთ, რომ რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ორმოცი სპორტსმენი ჩამოვიდა დღეს აქ და განწყობა მათში არის ძალიან შემართებითი. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ აიწევა აქ, რიოში საქართველოს დროშა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ქართველებს, ვინც მუშაობენ რიოში, ესენი არიან სპორტსმენები, ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ, ჟურნალისტები. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენს ოლიმპიელებს და მათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები