რიოს ოლიმპიადა 2016

რიოში, ოლიმპიური აუზი წყლის სიმწვანის გამო დახურეს

Matt Dunham / AP

რიოში, ოლიმპიურ აკვაცენტრში, აუზი წყლის სიმწვანის გამო დახურეს. ოლიმპიადის ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში იკვლევდნენ, წყლის გამწვანების მიზეზებს, თუმცა 3 დღიანი კვლევის შემდეგ აუზი დახურეს. ორგანიზატორების მტკიცებითვე, წყლის ხარისხი ოლიმპიურ აკვაცენტრში შემოწმებული იყო და სრულიად უსაფრთხო იყო სპორტსმენებისთვის.

აუზის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად სპორტსმენების ჩივილები სახელდება, რომლებიც თვალების წვასა და სიწითლეს უჩიოდნენ.

ოლიმპიურ აკვაცენტრში აუზის წყლის გამწვანების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

კომენტარები