რიოს ოლიმპიადა 2016

შმაგი ბოლქვაძემ რიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი აიღო

wrestling.ge

რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლქვაძემ იაპონელი მეტოქე 1:0 ანგარიშით დაამარცხა. 

ცნობისთვის, რიოს ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ეს მესამე მოპოვებული მედალია. ორი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედლები აიღეს.

კომენტარები