Brexit

ნაიჯელ ფარაჯმა UKIP-ის ლიდერის პოსტი დატოვა

PA

დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა პოსტი დატოვა. მისი თქმით, თავის მიზანს მაშინ მიაღწია, როდესაც ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა.

„მე გადავწყვიტე, რომ UKIP-ის ლიდერის პოსტი დავტოვო. ჩემი პოლიტიკური ამბიციები მიღწეულია - რეფერენდუმით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. მე ამ ბრძოლაში იმიტომ გადმოვედი ბიზნესიდან, რომ მსურდა, ჩვენ ისევ დამოუკიდებელი ერი ვყოფილიყავით. ჩემი მიზანი არ ყოფილა პოლიტიკაში კარიერის გაკეთება", - თქვა ნაიჯელ ფარაჯმა.

მისი თქმით, UKIP ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ის აზრს აღარ შეიცვლის.

„მთელი ყურადღებით დავაკვირდები მოლაპარაკებების პროცესს ბრიუსელში. დიდი სურვილი მაქვს, რომ დავეხმარო დამოუკიდებლობის მოძრაობებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, რადგან თქვენ ჯერ არ გინახავთ ბოლო ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს დატოვებს", - თქვა ფარაჯმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრიც არის.

კომენტარები