Brexit

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს, გასვლის პროცესი სწრაფად დაიწყოს

BRexit

ევროკავშირის ქვეყნები მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს, დააჩქაროს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად" უნდა დაიწყოს.

„ეს პროცესი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა წარიმართოს, რომ არ შევჩერდეთ და ევროპის მომავალზე მოვახდინოთ კონცენტრირება" - თქვა შტაინმაიერმა.

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების შესახებ ბერლინში გამართულ საგანგებო შეხვედრას ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების - საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი, დიდი ბრიტანეთის გარეშე, ოთხშაბათს გაიმართება.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

კომენტარები