Brexit

ერთი დოლარის ღირებულება 2.2941 ლარი გახდა, გაუფასურების მიზეზი BREXIT-ია

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

ლარი გაუფასურებას განაგრძობს, დღეს მომხდარი 5.1 თეთრიანი გაუფასურების შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2941 ლარი გახდა. გაუფასურების მთავარი მიზეზი დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმია, რის შედეგადაც გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლის მინიმუმზე გაუფასურდა. ლარი ევროსთან მიმართებით 2.2 თეთრით გამყარდა, სავალუტო აუქციონის შედეგებით, ერთი ევროს ღირებულება 2.5377 ლარი გახდა, აქაც კურსის ცვლილების მთავარი მიზეზი ბრიტანეთის რეფერნდუმია. დღესვე ლარი ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით მთელი 19.8 თეთრით გამყარდა, ოფიციალური კურსით ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულება 3.14 ლარს შეადგენს. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კურსის მერყეობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ სავალუტო ოპერაციები განახორციელონ მაშინ, როდესაც მათ ამის აუცილებლობა აქვთ, რადგანაც სხვა შემთხვევებში მოქალაქეები ხშირად წამგებიან სავალუტო ოპერაციებს ასრულებენ.

"ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი, რომ სამწუხაროდ მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით, ანუ ვალუტას ყველაზე მაღალ კურსზე როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე როგორც წესი ყიდის ხოლმე. მოვლენა რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპორტში. მაგრამ მინდა რომ ეს გზავნილი მივიდეს მოსახლეობამდე."- ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

კომენტარები