რაგბი

ბორჯღალოსნებმა ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში ფიჯი დაამარცხეს

ultimaterugby

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში ფიჯი ანგარიშით 3:14 დაამარცხა. ეს ამ ტურნეს ფარგლებში ბოლო შეხვედრა იყო.

მანამდე, ბორჯღალოსნებმა ტურნეში ორი ტესტ-მატჩი გამართეს. სამოას ნაკრებთან ფრედ 19:19 ითამაშეს, ხოლო 15 ივნისს ტონგა 23:20 დაამარცხეს.

ცნობისთვის, ფიჯის ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, საქართველო კი მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარები