რაც შეეხება დავით კოღუაშვილის განცხადებას სააკაშვილის, მერაბიშვილის და უგულავასთან მიმართებით, რაღაც მათი ფანკლუბის შექმნას აპირებს ქართულ ოცნებაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს რატომღაც ემთხვევა ჩემს გარკვეულ შიშს იმის შესახებ, რომ არ იყო გამორიცხული, ქართული ოცნება დავარცხნილი ნაციონალებით და რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულიყო დასავლეთის ზემოქმედების შედეგად. ეს ეჭვები და შიში სამწუხაროდ მართლდება. უნდა იმსჯელონ [პარტიის შიგნით კოღუაშვილის ინტერვიუზე], მიუხედავად ჩემი გამიჯვნისა, ნამდვილად არ ვარ ამ პარტიის მტერი და არ გამიხარდება თუ ეს პარტია ასეთი პიროვნებებით დაზარალდება.
tbl.ge/1p6p
დაკოპირდა

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის ქართულ გაზეთთან ინტერვიუზე. კოღუაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




