"მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ღონისძიებას, რომელთა გატარებაც გავლენას მოახდენს ვაჭრობის სფეროში მონაწილე მხარეების ფართო წრეზე და რეგულაციების მიღებამდე მიზანშეწონილია, ჩატარდეს აღნიშნული რეგულაციების ზემოქმედების ანალიზი - რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ღონისძიებების გატარება ეკონომიკის განვითარებაზე" - ეს შენიშვნა არ არის გაზიარებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გაუგებარია. ეს ნებისმიერ კანონპროექტთან შემიძლია ამოვიღო პირდაპირ და ჩავწერო და თუკი ვინმე შეძლებს, რომ მართლა ასეთი ანალიზი აკეთოს და ეკონომიკის განვითარებაზე - რა, როგორ გავლენას მოახდენს, ჩვენ კანონმდებლები კი არ ვიქნებოდით, ჩვენ ვიქნებოდით მინისტრები და მოადგილეები, ჩვენ ვიმსჯელებდით და საერთოდ არ დაგვჭირდებოდა კანონები.
tbl.ge/1ozk
დაკოპირდა

რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტზე ფინანსთა სამინისტროს შენიშვნაზე.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




