თუ პარტიულ სიას გულისხმობთ, არც მაქვს დიდი იმედი, რომ მოვხვდები და არც მინდა, რომ ვიყო, მართალი რომ გითხრათ. პარტიულ სიაში მე არც ვაპირებ ჩასმას. ერთადერთი - ქართული ოცნების მხარდაჭერით ვაპირებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყო 47-ე ოლქში, ეს არის ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქი. ეს შეთანხმებული არ მაქვს ბატონ ბიძინასთან, უბრალოდ, განაცხადი გავაკეთე. იმედია, რომ ეს არის უკვე სულ ზემოთ მისული პირველ პირებამდე. ჩემი მოსაზრებები, თუ რატომ უნდა ვიყო და რატომ ვაპირებ ამას, რამდენიმე ფურცელზე გავაკეთე და ფრაქციის თავმჯდომარეს წარვუდგინე. იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქმის კურსშია. ყოველ შემთხვევაში, საპასუხო რეაქცია ჯერ არ ვიცი.
tbl.ge/1odj
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე პარტიულ სიაზე
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




