IRI-ის კვლევა

IRI: უმეტესობა ახალი ამბების მისაღებად ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, ინტერნეტმომხმარებელთა უმეტესობა (20%) ახალი ამბების მისაღებად ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობს. მხოლოდ მეორე ადგილზეა (15%) - FACEBOOK.COM.

IRI-მ ეს კითხვა მხოლოდ იმ გამოკითხულებს დაუსვა, რომლებმაც თქვეს, რომ ინტერნეტის მომხმარებლები არიან (766 გამოკითხული). აღსანიშნავია, რომ მათი 65% არასოდეს კითხულობს პოლიტიკურ ახალ ამბებს. 85% არასოდეს კითხულობს პოლიტიკურ ბლოგებს, ხოლო 81% - არასოდეს ხსნის პოლიტიკის შესახებ ვიდეოს. ასევე, გამოკითხულ ინტერნეტმომხმარებელთა 93% ამბობს, რომ არასოდეს შედის პოლიტიკოსის Facebook-ის გვერდზე.

 

 

კომენტარები