ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე მეტი - 15% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% ირაკლი ალასანიას, 6% შალვა ნათელაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს 5%, დავით სერგეენკოს და ნინო ბურჯანაძეს თანაბარი - 3-3% აქვთ, გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს 2-2%, ვერცერთ პოლიტიკოსს ვერ ასახელებს 28%, ხოლო კითხვას არ პასუხობს - 10%.
რაც შეეხება ყველაზე "დაწუნებულ" პოლიტიკოსს, აქ ბიძინა ივანიშვილი 4%-ით ლიდერობს, ეკა ბესელიას, გიგა ბოკერიასა და გოგი თოფაძეს 3-3% აქვთ, თინა ხიდაშელს, მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს 2-2%. არ იცის 42%-მა, ხოლო არ პასუხობს - 16%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
---
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.





