NDI-ის კვლევა

მინაშვილი NDI-ზე: ხელისუფლება საკუთარ თავზე ზრუნავს მოქალაქეების ხარჯზე

NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ზრუნავს არა ქვეყანაზე, არა მოქალაქეების კეთილდღეობაზე, არამედ საკუთარ თავსა და საკუთარ ინტერესებზე ჩვენი მოქალაქეების, აქ მცხოვრები ადამიანების ხარჯზე და ამიტომაც არის, რომ ჩვენი მოსახლეობის განწყობები არის ძალიან ცუდი. იმიტომ, რომ ქვეყანაში ვითარება დღითი დღე უფრო მძიმდება, მოსახლეობა უფრო ღარიბდება, ცხოვრება უფრო რთულდება და ყველაფერი ეს გამოხატულია იმ ციფრებში, რომელიც ასახულია NDI-ის კვლევაში. სამი წლის თავზე არავითარი წინსვლა და პროგრესი არ არის. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ამ ხელისუფლების წასვლა იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მთელი ქართველი ხალხი, მთელი ქართული სახელმწიფო მოატყუა და ამ ტყუილის ხარჯზე საკუთარ სიმდიდრეს უზრუნველყოფს.

ენმ-ის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი.

კომენტარები