ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

სამადაშვილი: ევროინტეგრაციის გაწელვა დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის

ჩემი ღრმა რწმენით, აქ იკვეთება ძალიან სერიოზული ზეგავლენა რუსეთის, რომელიც როგორც ყოველთვის მანიპულირებას უკეთებს დემოკრატიულ პროცესებს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს ევროპაში. იმიტომ, რომ გაუგებარია, ეს ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ეკუთვნის ევროსკეპტიკურ ჯგუფს, რომელმაც მოიპოვა საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ეს კამპანია წამოეწყო, აირჩია მაინცდამაინც თემად უკრაინა - ევროკავშირის შეთანხმება და რა თქმა უნდა, აქედან პირდაპირ ხეირობს რუსეთი. თუმცა, ეს რაც მოხდა, ჩემი აზრით, არის შედეგი უკრაინის სრულიად არაქმედითი დიპლომატიური მცდელობების, იმიტომ, რომ უკრაინამ რეალურად ვერ მოახერხა და დიდად არც უცდია, რომ გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე ჰოლანდიაში. ჩვენთვის აქ მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ნებისმიერი პაუზა, ნებისმიერი გაწელვა საერთოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ჩვენნაირი სახელმწიფოებისთვის ქმნის შესაძლებლობას დესტაბილიზაციის პროცესის, როგორც ეს უკრაინაში მოხდა და ეს ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ. ჩვენ ასევე უნდა დავინახოთ ამ მაგალითიდან ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ მოახდინოს პროექცია საკუთარი თავის, როგორც წარმატებული სახელმწიფოსი, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც არის რეფორმატორი და რომელიც არ შეუქმნის საფრთხეს პირდაპირ თუ ირიბად ევროკავშირს მასთან დაახლოებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია

დიპლომატთა კლუბის წევრი სალომე სამადაშვილი ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები