ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

ჰოლანდიის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას მხარი დაუჭირა

AFP

ჰოლანდიის პარლამენტმა, რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმების რატიფიცირების მომხრე 75 დეპუტატი იყო, ხოლო 71 - მის წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტში რატიფიცირების გაუქმების ინიციატივა ჰოლანდიის სოციალისტურმა პარტიამ შეიტანა, რომელიც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ორი კვირის წინ რეფერენდუმიც ჩატარდა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 32.1 %-მა მიიღო მონაწილეობა. მათგან 61.1 % უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების მხარს არ უჭერდა, 38.1 % კი, თანახმა იყო.

ჰოლანდიის გარდა, ევროკავშირის დანარჩენმა 27-მა წევრმა ქვეყანამ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე მოახდინა.

კომენტარები