გრიგორი კარასინის განცხადებები რუსეთის დამოკიდებულებას გამოხატავს. ისინი არ ცნობენ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს არსებობას. ეს გასაგებია. ჩვენ ამას უნდა შევებრძოლოთ და ქართული საზოგადოება შეებრძოლება. გაუგებარია, რატომ გვპირდებოდა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და რატომ გვატყუებს, თითქოს დაალაგა. რაც კიდევ უფრო მთავარია, ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულს რატომ აძლევს პრორუსულ ძალებს ჩვენი ქვეყნის შიგნით, როდესაც ასეთ მტრულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ამ ფორმატს ერთადერთი "დატვირთვა" აქვს, რომ კარასინისგან შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი განცხადებები ვისმინოთ რუსეთის სახელით.
tbl.ge/3x2
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებებზე.
ამავე თემაზე
- კარასინი: ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი, თუმცა, გვახსოვს ეს ეპიზოდი
- ქაცარავა აბაშიძეზე: კომიტეტი, სადაც განიხილებოდა სენსიტიური საკითხი, უნდა დაგვეხურა
- ვოლსკი აბაშიძის მოსმენაზე: პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ამომწურავი, ხანდახან ვრცელიც კი
- კომიტეტის სხდომა, სადაც აბაშიძეს უსმენენ დეპუტატების სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე დაიხურა
- აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე მუქარის ტონი არ ყოფილა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს




