ენმ-ის ინიციატივა

ბოკერია: ჩვენი ინიციატივისთვის, ივანიშვილის ჩამოშორება აუცილებელი პირობაა

რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, ამას წინ უნდა წაუმძღვარო, რა თქმა უნდა, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება არის აუცილებელი პირობა, არა საკმარისი, არამედ აუცილებელი. ეს აუცილებლად მოხდება ოქტომბერში, ამ კაცს ჩამოვაცილებთ. ამის გარეშე ეს არ გამოვა, იმიტომ რომ არ შეძლება, რომ პოლიტიკური სისტემის სათავეში იდგეს ეს კაცი თავის შუშის კოლბაში და ერთობოდეს ამ სიბინძურით ჩვენ ცხოვრებაში და ამაზე საჯაროდ ლაპარაკობდეს. რომ ვთხოვოთ მედიას გაიხსენოს რას ლაპარაკობდა ის საჯაროდ ამ პირადი ცხოვრების ამბებზე. როგორც გვიჩვენა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ამბავმა, ისე როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ, სადაც სპეცსამსახურებთან ასეთი რისკებია დაკავშირებული, საჭიროა უფრო კომპლექსური ზომები და ეს კომპლექსური ზომები წარმოვადგინეთ ჩვენ დღეს. რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას, ვალდებულება გვაქვს, რომ შევთავაზოთ პარლამენტს და შევიტანოთ პარლამენტში. ყველაფერს ვიზამთ, რომ იქნებ გავიტანოთ, მაგრამ პროგნოზი მაქვს სკეპტიკური, ამიტომ ეს მოხდება, მას შემდეგ, რაც ივანიშვილს გავუშვებთ ხელისუფლებიდან ოქტომბრის არჩევნებში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში

კომენტარები