ენმ-ის ინიციატივა

ბოკერია: სუს-ი ერქმევა თუ კუდ-ი ეს სტრუქტურა უნდა გაუქმდეს

ინიციატივის არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ გვქონდა პრობლემა კუდ-ის დროს, ახლა ამას გადაარქვეს სახელი სუს-ი და ეს სტრუქტურები, თუკი წარსულში დაკავებული იყო, მათ შორის ანტიკორუფციული გამოძიებებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით და როგორც გაირკვა, სამწუხაროდ სხვა ორგანოებთან ერთად, ასეთი სიბინძურითაც. ახლა სუს-ს ფორმალურადაც კი ჩამოაცილეს ყველა ეს ფუნქცია, ანტიკორუფციული ცალკეა, და ქაღალდზეც კი დატოვებული აქვს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია, სხვა საქმე არ აქვთ. როდის გაიგეთ ბოლოს, რომ რომელიმე უცხო ქვეყნიდან სადაზვერვო საქმიანობა ამხილეს ან რამე ქნეს. როდის ნახეთ ბოლოს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში რამე ქნა სუს-მა. არაფერი- ეს მათი საქმე არაა, ან კორუფციის მაღალი დონეზე-ასევე არაფერი. ისინი არიან დაკავებული, (ყურადღება მიაქციეთ), პროდასავლური ოპოზიციის და საზოგადოებრივი ფიგურების პირადი ცხოვრების და პოლიტიკური საქმიანობის თვალთვალით. ეს არის მათი საქმე და ეს ღიად ხდება. ეს სტრუქტურა საერთოდ უნდა გაუქმდეს. სუს-ი უნდა გაუქმდეს და გინდ კუდ-ი ერქვას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მკაფიოდ უნდა გაიწეროს და ეს პრობლემა იყო ადრეც, იმიტომ, რომ არსებობდა გაურკვეველი ჩანაწერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ა.შ. არსებობს პრობლემა სადაც სახელმწიფოს ამ სტრუქტურას აქვს ფუნქცია, ეს არის კონტრდაზვერვა, ანუ მტრული სახელმწიფოს ან არამტრული სახელმწიფოს ან ნახევრადმტრული სახელმწიფოს სადაზვერვო საქმიანობა შენს ტერიტორიაზე, ეს ერთი; მეორე, რაც ამ სტრუქტურის შემადგენლობაში უნდა იყოს, ანტიტერორისტული საქმიანობა, რაც სპეციფიკური სფეროა, ტერორიზმი-ყველაზე დიდი საფრთხე; მესამე, ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომელიც ზოგჯერ ტერორიზმის ზღვარზეა, მაგრამ კონკრეტული ჯგუფები არიან. შეიძლება იყოს ექსტრემისტი, რომელიც ძალადობს და ესეც განსაკუთრებული საფრთხეა თანამედროვე სამყაროში, იმიტომ, რომ მერე ეს გადადის ხოლმე ტერორიზმში. ვინც აქ მუშაობს უნდა იცოდეს, საპარლამენტო კონტროლი უნდა იყოს არამარტო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, არამედ როგორც ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშია, ამ დეპარტამენტების დებულებაც და მათი ხელმძღვანელების დებულებაც უნდა მტკიცდებოდეს პარლამენტში. და მათი ხელმძღვანელები, არამარტო თანამდებობის პირები, ქვემოთაც, ისეთი პირები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე, თუნდაც დახურულ რეჟიმში. რეფორმის შედეგად, როდესაც ეს სტრუქტურა პრემიერმინისტრის დაქვრმდებარებას ჩამოაშორეს და რეალურად ივანიშვილს გადააბარეს, ეს სტრუქტურა უნდა დაბრუნდეს პრემიერმინისტრის ქვეშ, რადგან ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა

კომენტარები