იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრი არჩეულია მოსამართლეთა უმრავლესობის მიერ კონფერენციაზე. ამიტომ, თუკი რომელიმე მოსამართლე, რომელმაც მიანიჭა უფლება, რომ ისინი იყვნენ საბჭოს წევრები, გაუჩნდება რაიმე კრიტიკული მოსაზრება, ეს არის ნორმალური და ჯანსაღი და ამაზე ასე არ უნდა რეაგირებდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუმცა, მე არ გამიკვირვებია, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, ძალიან ბევრი ხარვეზია მის საქმიანობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ნამდვილად შემიძლია, გითხრათ, რომ არაერთი ბუნდოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
tbl.ge/20o
დაკოპირდა

საქართველოს მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე.
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




