აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება გახდა.
ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები გულისხმობს ყველა იმ პირისთვის აქტივების გაყინვას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ბირთვული იარაღის წარმოებასთან და ასევე, კავშირი აქვს ადამიანების უფლებების დარღვევასთან.
ამჟამად აშშ ჩინეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზეც მუშაობს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ეხება.
ჩინეთის მთავრობის განცხადებით, მიღებულ ზომებს შეუძლია, დააზარალოს ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა.





