ტერორიზმი

ესპანეთის პოლიციამ ISIS-თან კავშირის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა

EPA

ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა. დაკავებულები წარმოშობით სირიიდან, იორდანიიდან და მაროკოდან არიან, მათგან ხუთს ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს.

სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილები ჰუმანიტარული დახმარების სახით სირიასა და ერაყში ტერორისტებს ფულს და იარაღს უგზავნიდნენ.

კომენტარები