კონსტიტუციაში არათუ მსგავსი, არამედ მსგავსთან მიახლოებული ჩანაწერიც არ არსებობს, რომ საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა. სახელმწიფო ცალსახაა რომ რელიგიას ემიჯნება, ის შესაძლებელოა კონსტიტუციის მეცხრე მუხლის შესაბამისად აღიარებდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში, ანუ წარსულში და არა ახლა, მაგრამ იმავდროულად აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას... ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიღებისას ჩვენ მხედველობაში უნდა ვიღებდეთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ უნდა ხდებოდეს მათი ღირებულებების შემოწმება. რამდენად ესმით ერთია და რამდენად იზიარებენ ამ ღირებულებებს. ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლე ტაბაღუა, რომელიც ასე მოქმედებს, არ ესმის რას ნიშნავს სეკულარული სახელმწიფო და რელიგიის თავისუფლება სახელმწიფოში. ამდენად, პრობლემას ვხედავ სისტემაშიც, რომელიც ამ ტიპის ფილტრის როლს ვერ ასრულებს მოსამართლეთა დანიშვნის დროს
tbl.ge/37z
დაკოპირდა
GDI-ის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუას განცხადებაზე, რომ "კონსტიტუციაში წერია, რომ ქრისტიანები ვართ და ასულია კონსტიტუციის დონეზე რელიგია"
ამავე თემაზე
- მინდიაშვილი: რელიგიათა სააგენტო აუცილებლად უნდა გაუქმდეს
- ღავთაძე: კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, გაუქმდეს რელიგიის სააგენტო
- EMC მთავრობას: გატარდეს რელიგიის თავისუფლებისთვის რეფორმები, გაუქმდეს რელიგიის სააგენტო
- დეკანოზი თამაზი ბუკნარზე: სარწმუნოება თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ხუნდებისგან
- მინდიაშვილი: საპატრიარქოს მუშაობით დაინერგა წარმოდგენა, რომ ქართველი უდრის მართლმადიდებელს