ქართული ოცნება

უმრავლესობის დეპუტატი: თვალნაკრავი ვართ, ალბათ, უნდა გამოვულოცო

მოქმედ პრემიერს ვუთხარი და მის წინამორბედებსაც ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ გვივარგა პიარი. თანამედროვე პოლიტიკა კი პიარის გარეშე არ არსებობს. ეს თემა თუ არ გააქტიურდა, გაგვიჭირდება. ამ დღეებში გაიმართება დიდი შეკრება, სადაც ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებ. გაკეთებული საქმეები ხალხამდე აუცილებლად უნდა მივიტანოთ. საპარლამენტო უმრავლესობა შევიკრიბებით. არაა გამორიცხული, პრემიერმინისტრსაც შევხვდეთ. ამავე შეხვედრაზე კიდევ ერთ საკითხს დავაყენებ ძალიან მწვავედ. სამწუხარო და სავალალოა, რომ ჩვენი პარტიის გაძლიერებას საშველი არ დაადგა. ან ჯადო გვაქვს გაკეთებული, ან თვალნაკრავი ვართ. ალბათ უნდა გამოვულოცო. ბებიაჩემმა იცოდა ნახშირით და შავტარიანი დანით გამოლოცვა და ამ ხერხს მივმართავ. ხანდახან ეჭვიც კი მიჩნდება, უნდათ თუ არა საერთოდ პარტია ქართული ოცნება. პარტიის საქმე კარგად ნამდვილად არ არის. ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გავაქტიურებულიყავით. საპარლამენტო არჩევნები მოგვადგა კარს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ ახალ თაობასთან ინტერვიუში.

კომენტარები