სამართლიანობის აღდგენა

კვირიკაშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარების რესურსი არსებობს

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის ტემპს, ჩვენ გვაქვს დადგენილი პროცედურა დღეს. პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი ამ მიმართულებით მუშაობს. არ დაგიმალავთ და მეც მეჩვენება, რომ პროცესის დაჩქარების რესურსი არსებობს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩვენი მხრიდან ის პოლიტიკური ნება, რაც გამოხატული იყო ამ მიმართულებით, აღვასრულოთ და შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ პროცესი, თუმცა ეს არის ძალიან დელიკატური პროცესი მრავალი განზომილებით. ამიტომ ვეცდებით, მაქსიმალურად ჩქარა, ოღონდ დიდი სიზუსტით ვიმოქმედოთ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომაზე.

კომენტარები