სამართლიანობის აღდგენა

პრემიერი: ჩვენ დავასრულეთ ყოველგვარი ტერორი საქართველოში

დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ნებისმიერ მეწარმეს აქვს თავისუფლად ოპერირების საშუალება. ჩვენ დავასრულეთ ყოველგვარი ტერორი საქართველოში, იქნება ეს ადამიანების ტერორი, ბიზნესის, მედიის, სასამართლოს ტერორი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ყოველგვარი ძალადობა დასრულდა. ეს მოახდინეთ თქვენ, ეს მოახდინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად. იმას, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად თავისუფალი, ჩვენი ოპონენტებიც და ყოფილი სასამართლოს თავმჯდომარეც აღიარებდა. ჩვენი მთავრობის დროს სასამართლო გახდა აბსოლუტურად თავისუფალი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს გარანტირებული სამართალი. ანუ ჩვენ სამართლი დავაბრუნეთ. ჩვენ ხალხს დავუბრუნეთ თავისუფლება და ღირსება, რომელიც წართმეული ჰქონდა წლების განმავლობაში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საგარეჯოში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები