სამართლიანობის აღდგენა

კოდუა: ბიზნესი უფრო გათავისუფლდა, მაგრამ მომენტებში პოლიტიკური მუხტი ახლაც არის

ქართული ოცნების მოსვლიდან, მე შეიძლება, შევაფასო ორი რამ. ერთი, ბიზნესი შედარებით გათავისუფლდა, ვაღიარებ. მაგალითად, ჩემი ბიზნესი, ავიაცია, სააკაშვილის დროს მონოპოლიზირებული იყო, რეისები ჩამომართვეს, გამიკოტრეს კომპანია. ფული მხოლოდ ერთს უნდა გაეკეთებინა. ვანო მერაბიშვილის ხელში იყო ბიზნესი. ეს განცდა იყო. შემდეგ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს შეიცვლებოდა, რაც ნაწილობრივ შეიცვალა კიდეც. ბიზნესს მიეცა უფრო თავისუფალი სამუშაო გარემო, მაგრამ, მაინც მოხდა ქონებრივი დავების გადახედვა. ბოლომდე არ არის მიყვანილი საქმეები. არც წინა პერიოდში ვიყავი პოლიტიკური ფიგურა, არც ახლა ვარ და არ ვიცი, რას დავაბრალო. რატომ წაიყვანეს პროცესები ასე. მაგას ვერ შევაფასებ. ფაქტებს ვამბობ... ბიზნესი უფრო გათავისუფლდა, მაგრამ რაღაც მომენტებში პოლიტიკური მუხტი, როგორც ადრე იყო, ახლაც არის. თუ ხარ „ოცნებისტი", რაღაც შეღავათები გაქვს, თუ იყავი „ნაციონალისტი", შეღავათი გქონდა. ეს ხომ ასე არ უნდა ხდებოდეს. ბიზნესი და ქონება მთლიანად თავისუფალი უნდა იყოს. აი, ეს, ნაწილობრივ, შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სისრულეში არ არის მოყვანილი. არ ვიცი, რას დავაბრალო. ვერ განახორციელეს თუ არ განახორციელეს, ჰქონდათ თუ არა ამის სურვილი, ეს უკვე არ ვიცი. არ მაქვს წვდომა პოლიტიკურ ფიგურებთან.

ბიზნესმენი გიორგი კოდუა აიპრესის კითხვაზე - ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის დაპირება მხოლოდ დაპირებისთვის იყო?

კომენტარები