რუსთავი 2-ის საქმე

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის მიყენებული ზარალი 70 ლარით შეფასდა

newpress.ge

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი 70 ლარად შეფასდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესზე ექსპერტი დაიკითხა. სასაქონლო ექსპერტიზა, რომელიც საქმეზე ჩატარდა, მიუთითებს, რომ დეპუტატის პიჯაკს 20 ლარის, ხოლო სათვალეს 50 ლარის ზიანი მიადგა. 

მომდევნო პროცესი ხვალისთვის არის ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ ახალგაზრდებს სასამართლო არ გაამართლებს, ბრალდებულების ოჯახის წევრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა ქუთაისის პარლამენტთან 2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად გამართული აქციის დროს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 

კომენტარები