NDI-ის კვლევა

რატიანი NDI-ის კვლევაზე: ხალხი შეცვლის ხელისუფლებას

უნდა ვთქვათ, რომ ამჯერადაც გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ყოველ კვლევაში ჩანს, რომ ამ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება. გაცილებით უფრო პრობლემატურად მიმაჩნია, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ რომ პირადად მათი მდგომარეობა არის გაუარესებული. ეს იმ ფონზე, როდესაც არ ჩანს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის არანაირი გეგმა, მთავრობა ამაზე არ ფიქრობს, პირიქით ის ასხივებს თვითკმაყოფილებას, სრულიად არ შეესაბამება მოცემულ ვითარებას და ეს ამ კვლევებშიც ნათლად ჩანს. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა და ხალხი შეცვლის ხელისუფლებას.

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი NDI-ის კვლევაზე

კომენტარები