კრიმინალი

ქუთაისში PSP-ს აფთიაქი გაძარცვეს

metro.us

ქუთაისში PSP-ს აფთიაქი გაძარცვეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება ძარცვის ფაქტზე, 178-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე მოხდა გასროლაც, თუმცა ამას უწყებაში უარყოფენ.

"როცა გამოძიება ძარცვის ფაქტზე იწყება, იქ იარაღი არ ფიგურირებს," - განმარტეს უწყების პრესსამსახურში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები