მსჯავრდებულთა შეწყალება

პაიჭაძე: პატრიარქის განცხადება უწინარესად ხელისუფლების სისუსტის დადასტურებაა

პატრიარქის სურვილი/განცხადება, ჰქონდეს შეწყალების უფლება, უწინარესად საქართველოს ხელისუფლების სისუსტის დადასტურებაა. ვერც წინა და ვერც შევარდნაძის ხელისუფლებას (ამ უკანასკნელს უფრო პიროვნული ფაქტორის გამო) პატრიარქი ვერ გაუბედავდა ასეთ სურვილს. თუ გახსოვთ, უგვან პრაქტიკას, სასულიერო პირებსაც წარედგინათ შესაწყალებელთა სიები, დასაბამიც ნაციონალების დროს მიეცა და წერტილიც ნაციონალების დროს დაესვა. დღევანდელი წინადადება - ოცნების ხელისუფლების გატესტვაა მის თავზე ლაფის დასხმის გზით. პატრიარქი შესანიშნავად თამაშობს პრეზიდენტისა და დანარჩენი ოცნების ურთიერთმტრობაზე

დავით პაიჭაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები