მსჯავრდებულთა შეწყალება

კახიშვილი: ერის წინამძღვარს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს

facebook.com/moc.gov.ge

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პატრაირქის ინიციატივას მისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით მიესალმება. "მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ახლა რა ვინ არის, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება." - ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრი.

პატრიარქის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ინიციატივას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც მიესალმება. "საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა აქვს," - ამბობს ბესელია.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია მეორეს ინიციატივის დასაკმაყოფილებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

პატრიარქმა ეს განცხადება რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულ ქალთა სპექტაკლის შეფასებისას გააკეთა.

კომენტარები