მსჯავრდებულთა შეწყალება

ბესელია: პატრიარქს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს

ეკა ბესელია და პატრიარქი
www.facebook.com/EkaBeseliaOfficial

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატრიარქის ინიციატივას მიესალმება, რომლის მიხედვითაც პატრიარქი მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებას ითოხვს. ბესელიას შეფასებით ამ ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.

"საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობა აქვს," - ამბობს ბესელია.

პატრიარქის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ინიციატივას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილიც მიესალმება. "მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. მასზე ბრძენი ადამიანი ვინ არის, არ ვიცი და მას უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები" - ამბობს კახიშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია მეორეს ინიციატივის დასაკმაყოფილებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

პატრიარქმა ეს განცხადება რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულ ქალთა სპექტაკლის შეფასებისას გააკეთა.

კომენტარები