ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას ითხოვს. მოთხოვნა ქართველების მისამართით გუშინ გავრცელებულ მუქარას უკავშირდება. საკითხს დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა, ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი აღნიშნულზე დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.





