რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვას ხვალ იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვას ხვალ იწყებს. საქმე ეხება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ განჩინებაში გამოყენებულ იმ ნორმას, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამიასა და სხვა პირებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, "პროცედურის მიხედვით, ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად ექვემდებარება ეს საკითხი მის იურისდიქციას. შემდეგ კი განიხილება დაყენებული შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შესახებ".

კომენტარები