რუსთავი 2-ის საქმე

სალია: გვინდა, რუსთავი 2 მინიმალურად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში

პაატა სალია
რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 4 ნოემბერს მიმართეს. ამის შესახებ სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე თქვა. მისი განმარტებით, მოთხოვნის საფუძველი გახდა ის, რომ "ტელეკომპანია რუსთავი ორი რეალურად იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც რუსთავი ორთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ".

"ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და არა დაუყოვნებლივი აღსრულება. ამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს და გამოვიყენეთ სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის ნორმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ტელეკომპანია იმ მოვლენებისთვის, რომლებიც იგეგმებოდა და ცნობილი გახდა. გვინდა, ტელეკომპანია მინიმალურად იყოს ჩართული და საერთოდ ავარიდოთ ამ პოლიტიკურ პროცესებს, ტელევიზიის ფუნქციონირება უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას", - თქვა სალიამ.

ადვოკატის განცხადებითვე, მოსამართლის გუშინდელი განჩინების გასაჩივრება რეგისტრირებულ მეწილეებს ძმებ ყარამანაშვილებს, ტელეკომპანია საქართველოს და ნინო ნიჟარაძეს შეუძლიათ.

"ესენი არიან მხარეები, რომლებსაც არ შეზღუდვიათ არცერთი წუთით, მონაწილეობა მიეღოთ პროცესში. მათ უფლება აქვთ, ეს განჩინება ჩვეულებრივ გაასაჩივრონ", - თქვა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის, დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძის, რეზო საყევარიშვილისა და პაატა სალიას ბრიფინგი სასტუმრო რედისონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები