თამაზ ურთმელიძე არის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ამიტომ ყოველთვის უნდა ვისაუბროთ ივანიშვილზე. ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სივრციდან გავიდეს. ეს კაცი გვეუბნება, რომ - მე ვიქნები რამდენი ხანიც მინდა, რასაც მინდა, იმას ვიზამ და არ მჭირდება არც საზოგადოების მხარდაჭერა და მისი მანდატი, და არც იმ წესრიგის დამორჩილება, რაც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია, რისი მთავარი დოკუმენტიც არის საკონსტიტუციო. ამიტომ არის ეს ძალიან სახიფათო, ამიტომ უნდა აღვუდგეთ ამას წინ სამართლებრივი გზით ბოლომდე. რუსთავი ორმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემი აზრით. და ასევე მშვიდობიანი დემონსტრაციების გზით, რათა არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს ბოლომდე.
tbl.ge/6qu
დაკოპირდა
ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე